რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების შემსუბუქება ან მოხსნა დიალოგის დამყარების არასწორი მიდგომაა. ეს მხოლოდ აგრესორის თავდაცვის ინდუსტრიას და მის არმიას დაეხმარება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეზღუდვების მოხსნის ნებისმიერი ნაბიჯი რეალურად ნიშნავს საოკუპაციო ძალების პირდაპირ მხარდაჭერას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დახმარების გზით. ამასთან, სანქციების შემსუბუქებას გლობალური ბაზრისთვის არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია.

"ზოგიერთი სანქციის შემსუბუქების შემდეგ, ჩვენ არ გვინახავს რაიმე სიურპრიზი, როგორიცაა ნავთობის, გაზის ან დიზელის გლობალური ფასების კლება. რუსული ნავთობი გლობალური მარაგების მხოლოდ 5%-ს შეადგენს, როგორ შეიძლება ამან რამე შეცვალოს?“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, სანქციებით ზეწოლის შემსუბუქების მცდელობები მოსკოვთან დიალოგის დამყარების მცდელობაა, თუმცა ეს მიდგომა სრულიად არასწორია. რუსეთის ხელმძღვანელობას არ შეუძლია დიპლომატიურ არგუმენტებზე კონსტრუქციულად რეაგირება.

"ისინი ვერ ხვდებიან სიტყვებს ან თანაგრძნობას და ამას სისუსტის ნიშნად აღიქვამენ. ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ და მათ წინააღმდეგ მეტი სანქციები დავაწესოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.