საფრანგეთში ტყის ხანძრების განზრახ ან შემთხვევით გაჩენის ბრალდებით 420 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 166 არასრულწლოვანია.

ექსპერტების შეფასებით, საფრანგეთში ტყის ხანძრების უმეტესობა შემთხვევით ჩნდება და მათი მხოლოდ მცირე ნაწილია განზრახ გაჩენილი.

ხანძრების გამომწვევ მიზეზებს შორის სახელდება სამშენებლო სამუშაოებიდან წარმოქმნილი ნაპერწკლები, გაუმართავი ელექტრომოწყობილობები, სიგარეტის ნამწვი და ტყეში დანთებული კოცონი.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში ბოლო დღეებში ხანძრებთან დაკავშირებით ვითარება დასტაბილურდა და ტურისტებს უკვე რეგიონში დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.