ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ინტერნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაითიშა. 

მედიის ცნობით, საპროტესტო აქციები და შეტაკებები თეირანსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გრძელდება.

ირანში აქციები დეკემბრის ბოლოს დაიწყო. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. საპროტესტო აქციებისას დაღუპულია, სულ მცირე, 36 ადამიანი.