27 სექტემბერს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გადადგომის შესახებ განაცხადა და გადაწყვეტილების მიზეზი დაასახელა.

როგორც ვუჩიჩმა განმარტა, ის პრეზიდენტის თანამდებობას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ტოვებს და ამის გაკეთება რიგითი მოქალაქის რანგში სურს.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე ჩატარდება, ხოლო საპარლამენტო არჩევნები მანამდე, 25 ოქტომბერს.

გადადგომის შემდეგ ვუჩიჩმა აღიარა, რომ სერბეთის საგარეო პოლიტიკის მართვა მისთვის რთული იყო და ეს არც მომავალში იქნება მარტივი.

ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტის თანამდებობას ცხრა წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკავებდა - პირველად ის პრეზიდენტი 2017 წლის 31 მაისს გახდა, მეორედ კი - 2022 წელს.