სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 14:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ორი საათისთვის 33,84% შეადგინა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 8%-ით მეტია.

არჩევნებში ხმა უკვე მისცა 847 226-მა ადამიანმა.

სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 2.5 მილიონამდე რეგისტრირებულ ამომრჩეველს აქვს.

საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.