დღეს, 18:00 საათზე რუსთაველის მეტროდან სახელმწიფო კანცელარიამდე "დიუშენის მარში" გაიმართება.

"მრავალთვიანი ბრძოლის მთავარი მიზანი მიღწეულია.

სახელმწიფოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება 2 მედიკამენტის შემოტანის შესახებ. ყველა ბავშვი მიიღებს წამალს. დანარჩენ მედიკამენტებზე  მუშაობა გრძელდება.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა ადამიანს, ვინც გვერდით გვედგა ამ ბრძოლაში. შემოგვიერთდით და ერთად ვიზეიმოთ ბავშვების გამარჯვება", - აღნიშნულია დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებაში.