აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა სრულად დაამარცხა ირანის სამხედრო ძალები, მათ შორის საზღვაო და საჰაერო ძალები.

ტრამპის თქმით, მედია ყალბ ამბებს ავრცელებს, როდესაც აშშ-ს დამარცხების შესახებ წერს.

"ყალბი მედია შეშლილია, ან უბრალოდ კორუმპირებულია! შეერთებულმა შტატებმა მთლიანად გაანადგურა ირანის სამხედრო ძალები, მათ შორის მთელი საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები და ყველაფერი დანარჩენი. მათი ლიდერობა მკვდარია“, - წერს ტრამპი.

მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება და ცარიელი გემები "მიიჩქარიან" აშშ-ში ნავთობით "ჩასატვირთად".

"მაგრამ თუ ყალბ ამბებს მოუსმენთ, ჩვენ ვაგებთ“, - აღნიშნა მან.