აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიოს მართავს.

ტრამპმა the atlantic-თან ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ განსხვავდება მისი პრეზიდენტობის ორი ვადა ერთმანეთისგან​.

"პირველად მქონდა ორი საქმე – ქვეყნის მართვა და გადარჩენა. გარშემო ყველა არაკეთილსინდისიერი იყო. მეორედ კი, მე ვმართავ ქვეყანასა და მსოფლიოს“, – აღნიშნა ტრამპმა.

რაც შეეხება მესამე ვადით კენჭისყრას, ტრამპი ამბობს, რომ არ აპირებს.

"ეს არ არის ის, რასაც ვაპირებ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რთული საქმე იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.