საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 29-30 აპრილს ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიწვევა მიიღო.

სააკაშვილის თქმით, წარმატებებს უსურვებს „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციას.

„ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახისგან (EPP) მივიღე მოწვევა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, რომელიც იმართება 29-30 აპრილს, ვალენსიაში.

მიუხედავად ჩემი პოლიტიკური პატიმრობისა, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ჩემი ხმის გაჩუმებას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს დელეგაციას!

მალე ერთად გავათავისუფლებთ საქართველოს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.