ირანმა დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებას და აშშ-სგან გაყინულ აქტივებს არ მიიღებს. ომის დასრულების საბოლოო შეთანხმებას შესაძლოა, უახლოეს დღეებში მოეწეროს ხელი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

მისი თქმით, დელეგაციების შეხვედრა ამ შაბათ-კვირას იგეგმება და თავად შეთანხმება შესაძლოა, "მომდევნო ერთ-ორ დღეში" დაიდოს.

შეთანხმების მთავარი პირობაა ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარებაზე სრული უარის თქმა.

"ეს შეუზღუდავი პერიოდია“, - აღნიშნა ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების ხანგრძლივობაზე კომენტარის გაკეთებისას.

ტრამპმა აღნიშნა, რომ თეირანი "ყველაფერზე თანახმაა“, მათ შორის გამდიდრებული ურანის მარაგების შეერთებულ შტატებში გადატანაზე.

მისი თქმით, ირანული მხარე მზადაა სრულად ითანამშრომლოს ამ საკითხთან დაკავშირებით.

"ამას ერთობლივად გავაკეთებთ. ვითანამშრომლებთ ირანთან, მშვიდი ტემპით და დავიწყებთ გათხრებს მძიმე ტექნიკის გამოყენებით. ჩვენ დავაბრუნებთ მას უკან, აშშ-ში“, – განაცხადა ტრამპმა.

გარდა ამისა, ტრამპის თქმით, ირანი დათანხმდა შეწყვიტოს მარიონეტული ტერორისტული დაჯგუფებების, განსაკუთრებით "ჰეზბოლას" და "ჰამასის" მხარდაჭერა.