აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტთან კონფლიქტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი მუშაობით კმაყოფილია.

"როგორც ყოველთვის, ყალბი ახალი ამბების მედია ავრცელებს ცრუ და სრულიად უსაფუძვლო ჭორებს. მე უაღრესად კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რომელსაც პიტ ჰეგსეტი ასრულებს. ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდის, მათ შორის, ჩვენი შეტევა ვენესუელაზე, სადაც შედეგი ერთ დღეზე ნაკლებ დროში იყო მიღწეული, რამაც საშუალება მოგვცა, მართლმსაჯულების წინაშე წარგვედგინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალი – ნიკოლას მადურო! ანალოგიურად, ირანთან დაკავშირებითაც, სადაც ქვეყანა განადგურებულია, რათა მას არასოდეს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის!“ – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მისი თქმით, პიტ ჰეგსეთს სამხედროებში დიდი პატივისცემით სარგებლობს და თავის თანამდებობაზე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.

"ეს ჭორი გაავრცელა The Washington Post-მა – ერთ-ერთმა ყველაზე ცუდმა მედიასაშუალებამ ამ სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ ვუთხარით, მათი ისტორია სრულიად მცდარია. სინამდვილეში მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მათი ეს ყალბი „რეპორტაჟი“ ღალატია!“ – წერს ტრამპი.

"ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.