აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რუსეთის წინააღმდეგ "ჯოჯოხეთური სანქციების" შესახებ კანონპროექტს, რომლის თანაავტორი გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემია. 

თეთრი სახლის ცნობით, საუბარია აქტზე, რომელიც აძლიერებს და აფართოებს რუსეთის წინააღმდეგ საკანონმდებლო სანქციებს, ტარიფებსა და აკრძალვებს, ასევე ახანგრძლივებს ირანის მიმართ არსებულ სანქციებს.

Clash Report წერს, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს შემდეგს: ახალი სანქციებს ვლადიმერ პუტინის, ოლიგარქების, ბანკების, ენერგეტიკული და თავდაცვის კომპანიების და რუსეთის ნავთობტანკერების "ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ. რუსული ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მყიდველების (ანუ ჩინეთისა და ინდოეთის) მიერ შემოტანილ საქონელზე 100%-მდე ტარიფების დაწესების უფლებამოსილებას; რუსულ იმპორტზე 500%-მდე ტარიფებს; ირანის ენერგეტიკული და სამხედრო სექტორების წინააღმდეგ სანქციების ხუთწლიან გახანგრძლივებას;

პრეზიდენტს უფლება ექნება, გააუქმოს ან გადადოს ნებისმიერი ეს ღონისძიება.

17 სექტემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ მიიღო გრემის კანონპროექტი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ "ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ. კონგრესის 252 წევრმა მისცა ხმა, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად ტრამპს გადაეგზავნა.