22 დეკემბერს თურქეთში სამედიცინო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოხდა. სამაშველო ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ადამიანი: ორი პილოტი, ექიმი და მისი თანაშემწე.

შემთხვევის მიზეზი შესაძლოა, ძლიერი ნისლი გამხდარიყო. ვერტმფრენი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. პილოტებმა, სავარაუდოდ, ვერ შეძლეს რთული ამინდის პირობებში ნავიგაცია. შენობასთან შეჯახების შემდეგ თვითმფრინავმა დაკარგა კონტროლი და ცარიელ ადგილზე გადავარდა.

პოლიციის ცნობით, ტერაქტის შესახებ ეჭვი არ არსებობს.