მე ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი "ქოცი", მაგრამ ამას ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რაც დღეს ხდება, - ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება აღმაშფოთებელია.

"დღეს ძალიან შეძრწუნებული ვარ იმით, რაც ხდება. ეს არის სრული რღვევა და ნგრევა ჩვენი იმედების, რწმენის. როდესაც შენი მოსახლეობის თითქმის ნახევარი გეუბნება, რომ ეს ასე არ უნდა გააკეთო და შენ ამაზე რეაგირება არ გაქვს, გარდა იმისა, რომ სცემ - ამაზე შეიძლება ადამიანი არ აღშფოთდე?!

მე ვაღიარე, რომ ვიყავი ჩვეულებრივი "ქოცი", მაგრამ ამას ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი, რაც დღეს ხდება", - განაცხადა ირმა სოხაძემ.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.