უკრაინა გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსული არმია კვლავ ახორციელებს ფართომასშტაბიან თავდასხმებს უკრაინის ტერიტორიაზე. ბოლო დღეებში კიევი, ზაპოროჟიე, ხარკოვი და ხერსონი სროლის ქვეშ იყო.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის ტერორი, რომელსაც რუსეთი შეგნებულად აკეთებს.

პრეზიდენტის თქმით, რუსები პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე.

"ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას - დრონებით და რაკეტებით და სულ უფრო მეტად უკრაინული წარმოების, ზუსტად იმ სამხედრო ბაზებზე, ზუსტად იმ რუსულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც გამოიყენება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ტერორში“, - განაცხადა ზელენსკიმ.