ვანკუვერის პოლიციის ინფორმაციით, მანქანის ხალხში შევარდნის შედეგად დაღუპულია ცხრა ადამიანი, მათ შორის ბავშვები. 

დაშავებულების რაოდენობა ზუსტდება.

ამასთან, როგორც ქალაქის პოლიციაში აცხადებენ, თავდასხმა ჯერ არ განიხილება როგორც ტერაქტი.

დაკავებულია მანქანის მძღოლი. ის 30 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. დანაშაულის მოტივის დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

ავტომობილი ვანკუვერის იმ რაიონში დაეჯახა ხალხს, სადაც ფილიპინური დღესასწაული იმართებოდა.