ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს  სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.