14 Leopard 2A4 ტანკი, რომლებიც ნიდერლანდებმა და დანიამ შეისყიდეს უკრაინისთვის, ამ ზაფხულს გაიგზავნება. საბრძოლო მანქანები ბოლო თვეებში შეკეთდა და გამოიცადა, - ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიდერლანდებმა დანიასთან ერთად შეიძინა 14 მეორადი Leopard 2A4 ტანკი, რომლებიც განახლდა გერმანული კომპანია Rheinmetall-ის მიერ, უკრაინა შეძლებს მათ გამოყენებას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო 2 ტანკი გადის გადამოწმების ტესტებს, პირველი 12 უკვე მზადაა გასაგზავნად, 14-ვე კი ტანკი ზაფხულის ბოლომდე იქნება მიწოდებული.

"უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა მძიმე ბრძოლების გამო. ამ ტანკებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ რუსული ჯარისგან უკრაინის არმიის დაცვაში", - განაცხადა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ ნიდერლანდები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მანამ, სანამ საჭირო იქნება.