უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის ლიდერს დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება სურს, თუმცა, პრობლემა ის არის, რომ ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე.

"ჩვენ გვსურს ამ ომის შეჩერება. პრეზიდენტ ტრამპს სურს ამ ომის შეჩერება და ევროპელებსაც სურთ მისი შეჩერება. პუტინს კი არა. ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ მოლაპარაკებებს, სულ მცირე, გარკვეული დროით ცეცხლის შეწყვეტას და დიპლომატებისთვის მოლაპარაკების შესაძლებლობის მიცემას. მაგრამ პუტინს ეს არ სურს. პრობლემა სწორედ ეს არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი რეაგირება.

ზელენსკის თქმით, უკრაინას სანქციების იმედი აქვს და გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.