დღევანდელი საშინელი წარმოდგენა დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსის მხრიდან სამარცხვინო და სრულიად არაამერიკული იყო, - ასე ეხმაურება სენატორი ჯინ შაჰინი ზელენსკი-ტრამპის შეხვედრას.

"კიდევ ერთხელ, მათ მხარი დაუჭირეს მკვლელ ტირანს, პუტინს, ჩვენი დემოკრატიული მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ.

მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის კეთილშობილურ ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის", - განაცხადა ჯინ შაჰინმა.