ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული 1,5 მილიარდი ევროს პირველი ტრანში გამოუყოს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, კიევისთვის პირველი ტრანშის გადაცემა დღეს მოხდება.

"ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. უკრაინას თავდაცვისა და აღდგენისთვის კიევს დღეს 1,5 მილიარდ ევროს შემოსავალს გადავცემთ, რომელიც რუსული გაყინული აქტივებიდან არის მიღებული. არ არსებობს უკეთესი სიმბოლო და უკეთესი გამოყენება კრემლის ფულისთვის, ვიდრე ის, რომ უკრაინა და მთელი ევროპა უფრო უსაფრთხო გახადოს“, – წერს ფონ დერ ლაიენი.