უკრაინა არ უნდა დაეთანხმოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ტერიტორიული დათმობების შეთავაზებას, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

მისი აზრით, უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის მიზნით შესაძლოა, ტერიტორიის ნაწილის დათმობა მოუწიოს, თუმცა, არავითარ შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტის წინადადებაში მითითებულ მოცულობებში.

პისტორიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინას შეეძლო მსგავსი შედეგების მიღწევა თითქმის ერთი წლის წინ დამოუკიდებლად - უბრალოდ კაპიტულაციის ხელმოწერით.

"უკრაინას შეეძლო ამის მიღწევა დამოუკიდებლად, თითქმის ერთი წლის წინ, კაპიტულაციის გზით“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი უკრაინას გერმანიის სამხედრო დახმარების გაგრძელებაში არწმუნებს, მაშინაც კი, თუ აშშ-ის მხარდაჭერა შეწყდება.