ცოტა ხანში ვერსად რომ ვერ წავლენ რუსეთის გარდა და ჩაიკეტებიან იმ ერთ პატარა სივრცეში, აი, ამას რა გამარჯვება და რა მიზნის მიღწევა ჰქვია?, -  ამის შესახებ “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ოცნებამ" პროტესტის ჩახშობის ნაცვლად, სანქციები მიიღო.

"სად გინახავთ საჯარო ადგილებში თავისუფლად მოსიარულე ვითომ პრემიერი, ან ვითომ მინისტრი? მათ უნდოდათ, რომ პროტესტი ჩაეკლათ და რუსთაველი არ ყოფილიყო პროტესტის კერა, უნდოდათ, რომ გაყალბებული არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებას მიეღო, მაგრამ ეს მათ ვერ მიიღეს და მიიღეს სანქციები. 

ცოტა ხანში ვერსად რომ ვერ წავლენ რუსეთის გარდა და ჩაიკეტებიან იმ ერთ პატარა სივრცეში, აი, ამას რა გამარჯვება და რა მიზნის მიღწევა ჰქვია? 

ეს კანონები, რასაც ახლა იღებენ, შიშის დამადასტურებელია. ეს მეთოდები სჭირდებათ მაშინ, როცა სხვაგვარად ვერ ინარჩუნებ ძალაუფლებას და ვერ ახერხებ ამ წინააღმდეგობის დაძლევას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.