7 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე მთელი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ყველაზე ძლიერი თავდასხმა განახორციელეს. დაბომბვამ ხანძარი გამოიწვია, არის მსხვერპლი და ნგრევა.

"წინასწარი მონაცემებით, ხარკოვის ტერორისტული დაბომბვის შედეგად, ამ წუთის მონაცემებით, ზიანი მიადგა 18 საცხოვრებელ კორპუსს (სამი მათგანის კონსტრუქცია დაზიანდა) და 13 კერძო სახლი“, - წერს ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი.

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, სამოქალაქო საწარმოს ტერიტორიაზე 40 უპილოტო საფრენი აპარატის, 4 KAB-ის და 1 რაკეტის დაცემის შედეგად, 10,000 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გაჩნდა.

"დარტყმები ოთხი სახელოსნოს შენობაზე დაფიქსირდა. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ“, - წერს სინეგუბოვი.

წინასწარი მონაცემებით, რუსების თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 17 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი - 14 წლის გოგონა და 1,5 თვის ჩვილი.