კიევზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია.

შსს-ს ინფორმაციით, დაღუპული არიან 2, 6 და 17 წლის ბიჭები.

დაშავებულია 159 ადამიანი, მათ შორის 16 ბავშვია.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასობრივი თავდასხმა 31 ივლისის ღამეს დაიწყეს. მათ გამოიყენეს 309 თავდასხმის დრონი და ცხრა „ისკანდერ-კ“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა.

თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო.