უკრაინულმა დრონებმა და რაკეტებმა 20 სექტემბრის ღამეს მოსკოვზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. დაზიანდა რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი საწარმო და ლოგისტიკური ობიექტი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოყენებული იყო FP-1, RZ-100, MICH-2000, Palyanitsa, Vendetta, February, Bars, Flamingo, January და Pelican.

"მოსკოვმა არ უნდა ააშენოს მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის რგოლები სხვა რეგიონების ხარჯზე, არამედ უნდა დაასრულოს თავისი სასტიკი ომი და აირჩიოს მშვიდობა. დეესკალაციის ნაბიჯები განიხილება: ენერგეტიკისა და სურსათის უვნებლობის სფეროში. საჭიროა პოლიტიკური ნება. მადლობა ყველას, ვინც აძლიერებს უკრაინის გრძელვადიან შესაძლებლობებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

20 სექტემბრის ღამეს დრონებით თავდასხმის შედეგად, მოსკოვში ხანძარი გაუჩნდა ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას, რომელიც რუსეთის დედაქალაქის საწვავის 40%-ს ამარაგებს. მოსკოვის ოლქში ხანძარი გაჩნდა სასაწყობე კომპლექსში.

რუსული მხარის მტკიცებით, მხოლოდ მოსკოვთან მიახლოებისას 450 დრონი ჩამოაგდეს.