უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 054 200 (+940) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 01.08.25-მდე: ტანკები – 11 068 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 068 (+2), საარტილერიო სისტემები – 30944 (+33), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1451 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1203 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 49057 (+163), ფრთოსანი რაკეტები – 3551 (+3).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 56894 (+72), სპეციალური ტექნიკა – 3935 (+0).

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 124 საბრძოლო შეტაკება მოხდა. პოკროვსკის მიმართულებით რუსეთის ჯარებმა 37-ჯერ სცადეს უკრაინის თავდაცვის გარღვევა, ხოლო ლიმანის მიმართულებით რუსმა დამპყრობლებმა 28-ჯერ შეუტიეს უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს.