უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 168 550 (+980) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 26.11.25-მდე: ტანკები – 11 372 (+4), ჯავშანტექნიკა – 23 625 (+1), საარტილერიო სისტემები – 34 688 (+44), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 549 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 252 (+2), თვითმფრინავები – 428 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 84 960 (+743), ფრთოსანი რაკეტები – 3 995 (+14).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 68 242 (+124), სპეციალური ტექნიკა – 4 007 (+1).