უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 570 540 (+1 820) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 21.10.26-მდე: ტანკები – 12 436 (+11), ჯავშანტექნიკა – 25 586 (+16), საარტილერიო სისტემები – 51 403 (+44), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 228 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 716 (+2), თვითმფრინავები – 449 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 990 (+4); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 573 392 (+1 820), ფრთოსანი რაკეტები – 5 138 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 165 278 (+407), სპეციალური ტექნიკა – 4 844 (+2).