რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაშია ჩარჩენილი, ამიტომ, შესაძლოა, მან კიდევ ერთი თავდასხმის დაწყება გადაწყვიტოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კრემლი ამჟამად ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ასევე ნატოს „წითელ ხაზებს“ ცდის.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია მეორე ფრონტი გახსნას სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დასრულებამდეც კი.

"მას შეუძლია ამის გაკეთება. ჩვენ უნდა დავივიწყოთ საერთო ევროპული სკეპტიციზმი, რომ პუტინს ჯერ უკრაინის ოკუპაცია სურს და შემდეგ სხვაგან გადასვლა. მას შეუძლია, ორივე ერთდროულად გააკეთოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი აზრით, ევროპაში დრონებით ჰიბრიდული თავდასხმების ზრდა გამოწვეულია რუსეთის მიერ ფრონტის ხაზზე პროგრესის ნაკლებობით.

"პუტინი რეალური წარმატების თვალსაზრისით ჩიხშია. მისთვის ეს უფრო ჩიხია. ამიტომ, ამ წარუმატებლობებმა შეიძლება აიძულოს სხვა ტერიტორიების ძიება. ჩვენთვის ეს ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ სახლში ვართ და თავს ვიცავთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმს პუტინის გარშემო ქვეყნის გასაერთიანებლად გარე მტერი სჭირდება, რომელიც ყოველთვის დასავლეთს და შეერთებულ შტატებს მტრებად თვლიდა, ამიტომ რუსეთთან მეგობრობა შეერთებული შტატებისთვის გამოსავალი არ არის.