რუსეთის ფედერაციამ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საწვრთნელი დანაყოფის ადგილმდებარეობას დაარტყა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.

"დღეს, 1 ივნისს, მოწინააღმდეგემ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი საწვრთნელი დანაყოფის ადგილმდებარეობაზე. სამწუხაროდ, არიან დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები, არანაირი პერსონალის მასობრივი შეკრება არ ჩატარებულა. საჰაერო თავდასხმის განგაშის გამოცხადების შემდეგ, პერსონალის უმეტესობა თავშესაფრებში იმყოფებოდა. დაზარალებულები იღებენ ყველა საჭირო კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას“, - აღნიშნულია სახმელეთო ჯარების განცხადებაში.

პერსონალის დანაკარგის ყველა გარემოებისა და მიზეზის გასარკვევად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების სარდლობაში შეიქმნა კომისია და დაინიშნა ოფიციალური გამოძიება. ოპერატიული სარდლობა "აღმოსავლეთის“ ხელმძღვანელობა და პერსონალი ასევე სრულ დახმარებას გაუწევს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას.

"თუ დადგინდება, რომ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა და დაშავება გამოწვეული იყო თანამდებობის პირების ქმედებებით ან უმოქმედობით, პასუხისმგებელი პირები მკაცრად აგებენ პასუხს", - აღნიშნულია განცხადებაში.