უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციები 2 ივნისს სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე სამხედრო ტყვეების მორიგ გაცვლაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სტამბოლის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მე უბრალოდ ველოდები უმეროვის სრულ ანგარიშს, მათ გაცვალეს მოსაზრებები და ჩვენ ვამზადებთ სამხედრო ტყვეების ახალ გაცვლას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა სტამბოლში დღეს გაიმართა. მხარეებმა მოთხოვნები გაცვალეს.

16 მაისს თურქეთში გამართული მოლაპარაკებების დროს, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა მიაღწიეს შეთანხმებას ფართომასშტაბიანი გაცვლის შესახებ, 1000/1000-ზე ფორმატით. გაცვლის პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდა.