რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება, ორი ძირითადი საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

"ერთ-ერთი მათგანი ტერიტორიას ეხება. რუსებს სურთ დაახლოებით 6000 კვადრატული კილომეტრის მიღება, რომელიც ჯერ არ დაუპყრიათ სამხედრო გზით. ეს არის ის, რაც რუსებს სურთ. მეორეს მხრივ, უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტიები სურთ, ევროპელებისგან თუ სხვისგან“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინელებს სურთ დარწმუნდნენ, რომ თუ შეთანხმება დაიდება, რუსები რამდენიმე თვეში ან წელიწადში არ დაბრუნდებიან და მეტს არ მოითხოვენ.

"ამრიგად, ჩვენ რეალურად წარმოუდგენელ პროგრესს მივაღწიეთ ამ ორი მთავარი პრობლემის უბრალოდ იდენტიფიცირებით და განსაზღვრით. კითხვა სინამდვილეში ისმის, გაივლიან თუ არა რუსები და უკრაინელები მშვიდობის იმ კარებს, რომლებიც პრეზიდენტმა ტრამპმა გააღო“, - განაცხადა ვენსმა.

როგორც მან აღნიშნა, გუნდი აგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას.

"დღეს ამის შესახებ სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს ვესაუბრე. ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას და მჯერა, რომ საბოლოოდ მშვიდობიან გადაწყვეტამდე მივალთ“, - განაცხადა ვენსმა.