უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 469 970 (+1 210) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 18.08.26-მდე: ტანკები – 12 274 (+2), ჯავშანტექნიკა – 25 162 (+7), საარტილერიო სისტემები – 48 155 (+55), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 040 (+3).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 577 (+5), თვითმფრინავები – 439 (+0), ვერტმფრენები – 354 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 292 (+19); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 467 459 (+1 962), ფრთოსანი რაკეტები – 5 010 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 135 891 (+443), სპეციალური ტექნიკა – 4 547 (+7).