კვირას, 15 ივნისს, უკრაინაში კიდევ 1200 გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი დააბრუნეს. 

სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, რუსული მხარის მონაცემებით, ცხედრები უკრაინის მოქალაქეებს, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით.

გარდაცვლილთა ვინაობის დასადგენად ექსპერტიზებს სამართალდამცავი ორგანოები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებები ჩაატარებენ.

სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს უკრაინა და რუსეთი ტყვეების მეორე მასშტაბურ გაცვლაზე შეთანხმდნენ.

სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ ტყვეების მეორე მასშტაბურ გაცვლაზე. ტყვეების გაცვლა 9, 10 და 12 ივნისს და 14 ივნისს მოხდა.

ასევე სტამბოლში უკრაინა და რუსეთის ფედერაცია შეთანხმდნენ დაღუპულთა ცხედრების დაბრუნებაზე ფორმულით "6000/6000"-ზე. ცხედრების გადაცემა 11, 13, 14 ივნისს და დღეს შედგა.