"შაჰედი" ჩვენს ცაზე არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომასთან და ადამიანების სიცოცხლესთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენმა ძალებმა დღეს განაგრძეს აქტივობა კურსკის რაიონის ტერიტორიაზე და შეინარჩუნეს პოზიციები.

ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე, ჩვენი სამხედროები წინ წავიდნენ და გაზარდეს ჩვენი კონტროლის არეალი.

რაც შეეხება პუტინის კიდევ ერთ მცდელობას, რომ ხალხის სიცოცხლით ითამაშოს - ახლა უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია, 17:15 საათზე ჩვენს ცაზე რუსული თავდასხმის დამრტყმელი დრონები დაფიქსირდა. უკრაინულმა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყო თავდაცვისთვის მუშაობა.

"შაჰედი" ჩვენს ცაზე არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომასთან და ადამიანების სიცოცხლესთან", - წერს ზელენსკი.

19 აპრილს ვლადიმერ პუტინმა ე.წ. "სააღდგომო ზავის“ შემოღება გამოაცხადა. მისი ბრძანებით, რუსეთის მხრიდან 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე ყველა სამხედრო მოქმედება უნდა შეწყდეს.

ამ განცხადებიდან მალევე, უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის კიევი, საჰაერო თავდასხმის განგაშმა მოიცვა.