უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არჩევნების ჩასატარებლად ქვეყანას, უპირველეს ყოვლისა, ომის დასრულება ან სულ მცირე ცეცხლის შეწყვეტა სჭირდება. ეს განცხადება მან Politico-სთან ინტერვიუში გააკეთა.

"ამისთვის უსაფრთხოება გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, რაც შესაძლოა არა ომის დასრულებას, არამედ ცეცხლის შეწყვეტას ან უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს. ამ ვითარებაში კანონი უნდა შეიცვალოს; იმედი მაქვს, ჩვენს პარლამენტს ამის გაკეთება შეუძლია. თუმცა საინტერესოა, რომ უკრაინელების 90% არჩევნების წინააღმდეგია. თუ ვინმეს აინტერესებს, რას ფიქრობენ უკრაინელები, 90% წინააღმდეგია, რადგან ესმის, რამდენად საშინელებაა არჩევნების ჩატარება ახლა, ომის დროს, ცეცხლის ქვეშ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ძნელია იმის გაგება, თუ როგორ მისცემენ ხმას სამხედროები და საზღვარგარეთ მყოფი 8 მილიონი უკრაინელი ომის დროს.

ზელენსკი უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას უშვებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან 2-3-თვიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებას შეძლებს.