უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა, - ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს. 

მისი ცნობით, ბებია ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან იყო, რომელიც ოდესაში ცხოვრობდა.

მებრძოლს საქართველოში ჩამოასვენებენ და ზუგდიდში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.