უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 479710 (+980) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 10.05.24-მდე: ტანკები - 7434 (+5), ჯავშანტექნიკა - 14313 (+32), საარტილერიო სისტემები - 12387 (+47), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1062 (+4).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 795 (+2), თვითმფრინავები - 349 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 9826 (+51), ფრთოსანი რაკეტები - 2192 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 16691 (+73), სპეციალური ტექნიკა - 2031 (+4).