უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 536 840 (+1180) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 25.06.24-მდე: ტანკები - 8035 (+4), ჯავშანტექნიკა - 15 431 (+18), საარტილერიო სისტემები - 14 281 (+35), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1108 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 863 (+0), თვითმფრინავები - 359 (+0), ვერტმფრენები - 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 11 413 (+31), ფრთოსანი რაკეტები - 2324 (+1).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 28 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 19362 (+58), სპეციალური ტექნიკა -  2403 (+6).