უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 385 420 (+1 230) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 16.06.26-მდე: ტანკები – 12 026 (+1), ჯავშანტექნიკა – 24 768 (+5), საარტილერიო სისტემები – 44 118 (+36), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 872 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 427 (+7), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 667 (+3); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 353 541 (+2 062), ფრთოსანი რაკეტები – 4 783 (+50).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 107 508 (+417), სპეციალური ტექნიკა – 4 300 (+4).