უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთში ჩავიდა.

ზელენსკის თქმით, ვიზიტის ფარგლებში დღეს და ხვალ დაგეგმილი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სერბეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

"განვიხილავთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებას, ევროკავშირთან ურთიერთობებს და სხვა საკითხებს, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს ჩვენი ხალხებისთვის, ასევე უსაფრთხოების საკითხებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ყოველთვის მზადაა იმუშაოს "კონსტრუქციულად, ურთიერთსასარგებლოდ და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე".

ეს არის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბელგრადში უკრაინის პრეზიდენტის რანგში. მანამდე ლიდერები არაერთხელ შეხვდნენ საერთაშორისო ფორუმებსა და სამიტებზე თავიანთი ქვეყნების ფარგლებს გარეთ.