1 ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთში ოკუპანტების თვითმფრინავების განადგურების ოპერაცია ჩაატარა. უკვე 40-ზე მეტი თვითმფრინავი იქნა განადგურებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ამჟამად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთის ფედერაციის ზურგში მტრის ბომბდამშენების თვითმფრინავების განადგურების მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მალუკის წყალობით, რუსეთის ფედერაციამ გაიგო სიტყვა "დემილიტარიზაციის“ ნამდვილი მნიშვნელობა“, - განაცხადეს წყაროებმა.

მათი მონაცემებით, SBU-ს დრონები მუშაობენ თვითმფრინავებზე, რომლებიც ყოველ ღამე უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. ამჟამად თვითმფრინავები იწვის "ბელაიას", "დიაგილევოს", "ოლენიას" და "ივანოვოს" აეროდრომებზე.

"ამჟამად ცნობილია, რომ 40-ზე მეტი თვითმფრინავი იქნა განადგურებული, მათ შორის A-50, Tu-95 და Tu-22 M3. ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ იწვის "ბელაიას" აეროდრომი და ისმის SBU-ს თავმჯდომარის, გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკის ხმა, რომელიც "აფეთქებაზე“ კომენტარს აკეთებს“, - აცხადებენ წყაროები.

წყაროების ცნობით, ოპერაციას პირადად აკონტროლებდა უკრაინის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი ვოლოდიმირ ზელენსკი და გეგმა განხორციელდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვასილ მალიუკის და მისი თანამშრომლების მიერ.

ოპერაცია ლოგისტიკური თვალსაზრისით უაღრესად რთული იყო. უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთში ჯერ FPV დრონები გაგზავნა, შემდეგ კი მობილური ხის სახლები. მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, დრონები სახლების სახურავების ქვეშ დამალეს, რომლებიც უკვე სატვირთო მანქანებზე იყო განთავსებული.

შესაფერის მომენტში, სახლების სახურავები დისტანციურად გაიხსნა და დრონები რუსული ბომბდამშენების დასარტყმელად გაფრინდნენ.

SBU-ს წყაროები ხაზს უსვამენ, რომ ამ ისტორიულ სპეცოპერაციაში მონაწილე ადამიანები დიდი ხანია, უკრაინაში იმყოფებიან. ასე რომ, თუ რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის რეჟიმი ვინმეს დაპატიმრებით შოუს მოაწყობს, ეს კიდევ ერთი წარმოდგენა იქნება შიდა აუდიტორიისთვის.

ამ უნიკალური სპეცოპერაციის შედეგად მტრის ავიაციას წინასწარი მონაცემებით, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიადგა.