უკრაინელმა დამცველებმა დრონების და სახმელეთო რობოტული სისტემების (GRU) გამოყენებით ოკუპანტების პოზიციების კონტროლი მოახერხეს. ქვეითი ჯარი ოპერაციაში არ მონაწილეობდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი "უკვე ბრძოლის ველზეა“ და უკრაინა ქმნის მას.

"ამ ომის ისტორიაში პირველად, მტრის პოზიცია მხოლოდ უპილოტო პლატფორმებმა -  რობოტული სისტემებმა და დრონებმა დაიკავეს. ოკუპანტებმა დანებების შესახებ განაცხადეს და ეს ოპერაცია ქვეითი ჯარის მონაწილეობის გარეშე და ჩვენი მხრიდან დანაკარგების გარეშე განხორციელდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინულმა რობოტებმა Ratel-მა, Termit-მა, Ardal-მა, Lynx-მა, Zmey-მ, Protector-მა, Volya-მ და სხვებმა სულ რაღაც სამ თვეში 22 000-ზე მეტი მისია შეასრულეს.

"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლე 22 000-ზე მეტჯერ გადარჩა - მეომრის ნაცვლად რობოტი ყველაზე საშიშ ზონებში შევიდა. ეს მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე მიუთითებს ყველაზე ძვირფასი რამის - ადამიანის სიცოცხლის დასაცავად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.