უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ის გუნდს შეხვდა.

"შევხვდი თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ის გუნდს, რომელიც შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპანიაა და რომელთანაც დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებს. Lockheed Martin აწარმოებს ATACMS-ს, HIMARS-ს, F-16-ს და რაკეტებს Patriot-ის სისტემისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით,  Lockheed Martin-თან უკრაინასთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, კერძოდ, ერთობლივი წარმოება და ტექნოლოგიების გაცვლა. 

„უკრაინას ბევრი რამ აქვს გასაზიარებელი მათთან, ვინც სიცოცხლის დაცვაში გვეხმარება. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი საერთო შესაძლებლობები Patriot-ებთან და სხვა სისტემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, კომპანიისა და უკრაინის გუნდები უკვე მუშაობენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც "საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად გადავიდეთ ერთობლივ წარმოებაზე და გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები სიცოცხლის დასაცავად".