09:30 საათზე - სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ორგანიზებით, საერთაშორისო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი სტრატეგიული ლიდერობის ინტენსიურ ვორქშოპს გამართავენ.

მისამართი: ქეთევან დედოფლის 37

საკონტაქტო პირი: სოფო აზარიაშვილი - 551 08 18 03

11:45 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი მედიასთან კითხვა პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება.