აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვევს. მისი თქმით, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

პრესკონფერენციაზე ტრამპს ჰკითხეს, მიიწვევდა თუ არა ზელენსკის G20-ის სამიტზე, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-მა სამიტზე ვლადიმერ პუტინი უკვე მიიწვია.

"დიახ, სიამოვნებით, პრობლემა არ არის“, - აღნიშნა ტრამპმა.

იქამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონს შეუძლია, ზელენსკი დეკემბერში დაგეგმილ G20-ის ლიდერების სამიტზე მიიწვიოს, თუ ეს დადებით შედეგებს გამოიღებდა.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, დათანხმდებოდა თუ არა პუტინი ზელენსკისთან სამმხრივ შეხვედრას მაიამიში.

ამერიკის შეერთებული შტატები "დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტს 2026 წლის 14-15 დეკემბერს მაიამიში, ფლორიდის შტატში უმასპინძლებს.