კიკვიძის ბაღთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს სახანძრო და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
კიკვიძის ბაღთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
ერთმანეთს სახანძრო და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
1791663278
"დელტას" ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ძველ ნაგებობაში, რომელიც ექსპლუატაციაში არ იმყოფება და სადაც მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცეცხლის კერა გაჩნდა.ადგილზე მობილიზებული შესაბამისი სამსახურების სწრაფი ჩარევის შედეგად, ვითარება მოკლე დროში ლოკალიზდა და ამ დროისთვის ცეცხლის კერა სრულად ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა", - აღნიშნულია "დელტას" განცხადებაში.
1791661769
კუროდღე სტაბილურობასა და შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ. კარგი დროა ოჯახთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და პირადი საქმეების მოსაგვარებლად. შესაძლოა, მიიღოთ სასიამოვნო ინფორმაცია, რომელიც მომავალ გეგმებზე დადებითად აისახება. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს.ტყუპებიდღეს ყურადღების ცენტრში კომუნიკაცია და ახალი ნაცნობობები მოექცევა. შესაძლოა, საინტერესო ადამიანთან შეხვედრამ ახალი შესაძლებლობები გაგიხსნათ. პირად ცხოვრებაში გულწრფელი საუბარი გაუგებრობის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ერთდროულად ზედმეტად ბევრი საქმე არ წამოიწყოთ.კირჩხიბიდღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით გარშემომყოფების დამოკიდებულების მიმართ. შესაძლოა, წარსულთან დაკავშირებულმა საკითხმა კვლავ შეგახსენოთ თავი. კარგი დროა საკუთარ სურვილებსა და სამომავლო გეგმებზე დასაფიქრებლად. ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ იჩქარებთ.ლომიდღეს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის კარგი შანსი გექნებათ. შესაძლოა, მოულოდნელად მიიღოთ საინტერესო შეთავაზება ან სასიამოვნო სიახლე. სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი ყურადღება დაუთმეთ პარტნიორის სურვილებს. თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ, თუმცა ზედმეტმა სიამაყემ შესაძლოა, გაუგებრობა გამოიწვიოს.ქალწულიდღე ხელსაყრელია დაგროვილი საქმეების მოსაწესრიგებლად და მომავალი კვირის დასაგეგმად. შესაძლოა, გარკვეულ საკითხზე თქვენი შეხედულებები შეიცვალოს. პირად ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახალი იდეები გაგიჩნდებათ.სასწორიდღეს ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი საუბარი შედგეს, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებაში გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. კარგი დროა ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად. ეცადეთ, გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი ინტერესებიც გაითვალისწინოთ.მორიელიდღეს ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრებული გექნებათ. შესაძლოა, აღმოაჩინოთ ინფორმაცია, რომელიც გარკვეულ საკითხებზე წარმოდგენას შეგიცვლით. პირად ცხოვრებაში მოერიდეთ ეჭვიანობასა და ზედმეტ კონტროლს. ფინანსურ საკითხებში კარგად გააანალიზეთ ყველა შესაძლო რისკი.მშვილდოსანიდღე ახალი შთაბეჭდილებებისა და საინტერესო შესაძლებლობების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. შესაძლოა, მოულოდნელმა შეხვედრამ ან საუბარმა ახალი იდეები გაგიჩინოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი სპონტანურობა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს.თხის რქადღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პასუხისმგებლობებისა და პირადი სურვილების დაბალანსება. შესაძლოა, გარკვეული საკითხის გადაწყვეტა მოგიწიოთ, რომელსაც დიდი ხანია გადადებთ. ახლობელი ადამიანის რჩევა სასარგებლო აღმოჩნდება. ეცადეთ, დრო დასვენებისთვისაც გამონახოთ.მერწყულიდღეს შემოქმედებითი აზროვნება და განსხვავებული მიდგომები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, საინტერესო წინადადება მიიღოთ ან ახალი ნაცნობობა დაამყაროთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, თუმცა გადაწყვეტილებები გააზრებულად მიიღეთ.თევზებიდღეს ემოციური მდგომარეობა და შინაგანი სიმშვიდე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. კარგი დროა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის და საკუთარი სურვილების უკეთ გასაცნობიერებლად. შესაძლოა, მოულოდნელად სასიამოვნო შეტყობინება მიიღოთ. ფინანსურ საკითხებში ინტუიციასთან ერთად პრაქტიკულ გათვლებსაც დაეყრდენით.
1791649743
"რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია“, - აღნიშნულია განცხადებაში.ბოლო ინფორმაციით, დაშავდა კიდევ 18 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სამი ბავშვი.სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამი ადამიანის გადარჩენა მოახერხა. ფსიქოლოგებმა ასევე დახმარება 35 მოქალაქეს გაუწიეს.სამაშველო სამუშაოები გრძელდება.10 ოქტომბრის დილით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, შედეგად ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო ნაწილობრივ დაინგრა, დაზიანდა ახლოს მდებარე სხვა საცხოვრებელი სახლებიც.
1791648065
კიევზე დღეს ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის დროს უკრაინის პრეზიდენტი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.მისი თქმით, უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის პაკეტების საჭიროება აშკარაა და კიევი ამჟამად ყველა პარტნიორთან მუშაობს შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად."უახლოეს დღეებში შემდგომი სარაკეტო დარტყმების განსაკუთრებული საფრთხე კვლავ არსებობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.როგორც მან აღნიშნა, საპასუხოდ, მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, რაც ერთობლივი გაბედული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.განხილვის ცალკე თემა იყო ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქებით შექმნილი გამოწვევები. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ აღარ აქვთ ომის გახანგრძლივების პოტენციალი.
1791635117
ჟურნალისტმა ევროკავშირის ელჩს კითხვა დაუსვა, როგორ უპასუხებდა საქართველოს მთავრობის ბრალდებას ძალადობის წახალისებაში.„ჩვენ ვიცავთ ადამიანის ღირსებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს და სწორედ ამას დავუჭერთ მხარს მომავალშიც“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ კითხვის საპასუხოდ.რაც შეეხება კითხვას, რა მოლოდინი აქვს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს საკითხი უნდა განიხილონ, ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ, რადგან „გულწრფელად აშფოთებთ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობა“.„დიახ, ეს სიმართლეა. ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. სინამდვილეში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს საკმაოდ რეგულარულად განიხილავენ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გულწრფელად გვაშფოთებს თქვენს მშვენიერ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. გვაშფოთებს ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობა და დემოკრატიის ხარისხი. თქვენ კარგად იცით, რომ დღევანდელ საქართველოში ადამიანებს ციხეში სვამენ ტროტუარზე დგომის გამო; ციხეში ხვდებიან „ფეისბუqზე“ გამოქვეყნებული პოსტების გამოც. ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და ის ფონდები, რომლებიც მუდმივად უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას, ქვეყნიდან განდევნის პროცესში არიან. ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელია და სწორედ ამიტომ მომავალ ორშაბათს მინისტრები კვლავ განიხილავენ საქართველოში არსებულ გაუარესებულ ვითარებას. კრიტიკულ შენიშვნებს პირადულად არ აღვიქვამ. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში ევროკავშირის წარმოდგენა და ჩემი მოვალეობაა ევროკავშირის პოზიციის გაჟღერება. ვისურვებდი, რომ ჩემი ნათქვამი პოზიციური ხასიათის ყოფილიყო, თუმცა, სამწუხაროდ, როდესაც საქართველოში უარყოფითი მოვლენების წინაშე ვდგებით, ჩემი ვალდებულებაა, ხმა ამოვიღო და საზოგადოებას ვაცნობო ევროკავშირის პოზიცია ქვეყანაში არსებული ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
1791631800
ჰერჩინსკის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს.|სამწუხაროდ, ის, რაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, გულდასაწყვეტია და პირადად მე დიდ სევდას მგვრის. თუმცა ეს მოქმედი ხელისუფლების თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობისა და ანტიევროპული რიტორიკის შედეგია. სამწუხაროდ, ამას თავისი შედეგები მოჰყვება. რაც შეეხება გაფართოების პროცესს, სამ კვირაში ევროკომისია გაფართოების შესახებ მორიგ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მე კი მორიგ პრესკონფერენციას გავმართავ. ბრიუსელში პრესკონფერენციას გამართავენ უმაღლესი წარმომადგენელი/ვიცე-პრეზიდენტი და გაფართოების საკითხებში პასუხისმგებელი ევროკომისარი. ვნახოთ, როგორი იქნება მათი გზავნილი. გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიში საქართველოსთვის, სამწუხაროდ, დამანგრეველი აღმოჩნდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. პირიქით, ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით, იმ საკითხებში, რომლებსაც „ფუნდამენტურ პრინციპებს“ ვუწოდებთ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ასე რომ, ვნახოთ, როგორი იქნება ევროკომისიის შეფასება სამ კვირაში. რა თქმა უნდა, ამას სიამოვნებით გაგიზიარებთ სპეციალურ პრესკონფერენციაზე. თქვენ უკვე მოწვეული ხართ, სავარაუდოდ, ღონისძიება 28 ოქტომბერს გაიმართება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.ევროკავშირის ელჩის განცხადებით, უპრეცედენტო თავდასხმებია ევროკავშირზე, მის ინსტიტუტებზე, ევროპარლამენტსა და ინსტიტუციურ ლიდერებზე, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.„სამწუხაროდ, ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს. შეგახსენებთ, რომ საბჭოს პირველი დასკვნები, რომლებიც საქართველოს კურსის შეცვლისკენ მოუწოდებდა, 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდა. უკვე ორ-ნახევარი წელია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეცვალოს სამოქმედო კურსი, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მართლა არიან დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით. მაშასადამე, 2024 წლის ივნისში მიღებულ იქნა საბჭოს მკაფიო დასკვნები, რომლებსაც ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა დაეთანხმა და სადაც გაწერილია, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ. ოქტომბერსა და დეკემბერშიც იყო შესაბამისი განცხადებები; გაფართოების საკითხზე საბჭოს თავმჯდომარეობის უახლესი დასკვნები გასული წლის დეკემბრით თარიღდება (კერძოდ, 138-ე პუნქტი). შეგიძლიათ, თავად გაეცნოთ იმას, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. ჩვენი ყველა მოწოდება უგულებელყოფილია. პირიქით, როგორც სულ ახლახან, ბოლო დღეებშიც წავიკითხე, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, მის ინსტიტუტებზე, ევროპარლამენტსა და ინსტიტუციურ ლიდერებზე. ეს ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია, თუმცა ასეთია დღევანდელი რეალობა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.კითხვაზე, საქართველო უნდა ელოდოს თუ არა სანქციებს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა: "კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. რაც შეეხება ევროკავშირის სანქციების პოლიტიკას, აქ სტანდარტები ძალიან მაღალია. გადაწყვეტილება სანქციების შესახებ ერთსულოვნად მიიღება. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. საქართველოში კონკრეტულ პირებთან დაკავშირებული სანქციების საკითხი, უკვე ორი წელია, განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე ერთსულოვნება არ არსებობს".
1791623700
ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, „27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის, ისევე, როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას“.„დიდი ბოდიში, ჩემი „დამტვრეული ქართულისთვის”, თუმცა, მაინც მინდა, პატივისცემის ნიშნად, თქვენს მშვენიერ ენაზე მოგმართოთ. მიხარია, რომ წელს პირველად აღვნიშნავთ ევროპის დღეს კახეთში. აქ ხომ განსაკუთრებულად იგრძნობა თავისუფალი ქართული სული, კულტურა და ტრადიციები. ის სიმდიდრე, რომელსაც საქართველო ევროპას სძენს.თქვენ იცით, რომ ევროკავშირი არც ახალი, და მით უფრო, არც უცხო ამბავი არ არის. გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, უკვე თითქმის 80 წელია, ვრჩებით მშვიდობის, დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუნძულად. ის, რაც გვაქვს, დიდი შრომით, მონდომებითა და საერთო პრინციპებისადმი ერთგულებით შევქმენით. ამიტომაც არის ჩვენთვის ასეთი ძვირფასი. ამიტომაც გვინდა, ეს სიკეთე გავუზიაროთ მათ, ვინც პატივს სცემს ჩვენს საერთო წესებს.ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის, ისევე როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს. ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება. მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის. წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო, დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას.თქვენ არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობას და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ, იყოთ ორივე. თქვენ ხართ ორივე და რადგან დღეს კახეთში ვართ, ნება მომეცით, ჩემი გამოსვლა სადღეგრძელოთი დავასრულო: „წუთისოფელი ეგრეა, დღეს ღამე უთენებია, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“.გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ევროპას! წინ, საქართველო, წინ!“ – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, რომლის სიტყვით გამოსვლის ტექსტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
1791621921
მისივე ცნობით, ზაპოროჟიეში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. მათ შორის სამი ბავშვია. დაშავდა კიდევ 16 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენების უმეტესობა კი საშუალო სიმძიმის.კიდევ 12 ადამიანის ბედი უცნობია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.10 ოქტომბრის დილით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, პირდაპირი მოხვედრის შედეგად ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო ნაწილობრივ დაინგრა: კონსტრუქციები მეორე სართულის დონეზე ჩამოიშალა. დაზიანდა მახლობლად მდებარე სხვა საცხოვრებელი სახლებიც.
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონია
1790528857
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი "კანონიერი ქურდია"
1791013984
საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა
1791135056
28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1790537508
"ჩეხეთი მზადაა, რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნების დასახმარებლად ჯარები გაგზავნოს"
1790706369