18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მდებარე მსხვილ ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დღეს ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა სანქციებმა სამ მიმართულებაზე იმუშავა, როგორც რუსეთის, ისე ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიასა და ზღვაზე", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დარტყმა მიაყენეს ორ მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ობიექტს - მოსკოვისა და ტამბოვის რეგიონებში, ფრონტის ხაზიდან 500-ზე მეტი და დაახლოებით 700 კილომეტრის დაშორებით, აგრესორი მათ დრონების და ნავიგაციის აღჭურვილობის წარმოებისთვის სანქცირებული კომპონენტების მიწოდების უზრუნველსაყოფად იყენებდა, ასევე დაზიანდა ნავთობის გადამმუშავებელი ობიექტი.

გარდა ამისა, უკრაინის საშუალო მოქმედების რაკეტებით განხორციელებული დარტყმები შეეხო სამიზნეებს აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაში, ასევე დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა რუსეთის მოსკოვის ოლქში რამდენიმე ობიექტს დაარტყეს. მოსკოვის ოლქის ქალაქ ელექტროსტალში Wildberry-ის ერთ-ერთ უდიდეს საწყობში მასშტაბური ხანძარი კვლავ მძვინვარებს და ცა სქელი შავი კვამლითაა დაფარული. Wildberry-ის საწყობის გარდა, ნოგინსკში ნავთობბაზაც დაზიანდა. აფეთქებები ასევე დაფიქსირდა ტვერსა და ვლადიმირში.