პარლამენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით 26 ნოემბერს მოუსმენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

"მთავარი თემა, რაც  მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, ეს არის ინტერპელაცია პრემიერ-მინისტრის. 26 ნოემბერს მობრძანდება პრემიერი პარლამენტში. ინტერპელაციის საკითხები შეეხება ორ ძირითად თემას: პირველი – განათლების რეფორმასთან დაკავშირებული შეკითხვები, რომლებიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ასევე იმ უპრეცედენტო ინვესიტიციასთან დაკავშირებით, კერძოდ, „იგლ ჰილსზე“ და „ემაარზე“ მაქვს საუბარი. რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს პროექტის განხორციელება ჩვენ ქვეყანაში. ყველას კარგად გვახსოვს აჟიოტაჟი ამ უსამშობლოების მხრიდან ამ მართლაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციის ირგვლივ“, – განაცხადა კირცხალიამ.